simsuqne

სიმსუქნე ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებაა.
სიმსუქნე ვითარდება მაშინ, როდესაც საჭმელთან ერთად ვღებულობთ უფრო მეტ კალორიას, ვიდრე ვხარჯავთ  
სიმსუქნის დიაგნოზს სვამენ, როდესაც ადამიანის წონა იდეალურ წონასთან შედარებით 20%-ით არის მომატებული.
სიმსუქნის დროს წელის გარშემოწერილობა ქალებში აღემატება 90სმ-ს, მამაკაცებში-100სმ-ს.
სხეულის მასის ტიპის დასადგენად არსებობს სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელი კალკულატორი

სიმსუქნის მიზეზები:
ბევრი ჭამა. ზედმეტი კალორიები გარდაიქმნება ცხიმად!
ნაკლები ფიზიკური აქტივობა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

 

გართულებები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნემ:
შაქრიანი დიაბეტი
გულის დაავადებები
ოსტეოართროზი
ნაღველ-კენჭოვანი დაავადება
უძილობა
ფსიქოლოგიური პრობლემები

როგორ ავიცილოთ თავიდან სიმსუქნე
პირველ რიგში აუცილებელია ბალანსირებული კვება.
მიირთვით პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნაკლებ ცხიმს და შაქარს
ჭამეთ ბევრი ხილი
რეგულარულად ივარჯიშეთ

საკვები რაციონის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ პროდუქტების კალორიულობის ცხრილი