orlipi

რა  არის ორლიპი  
ორლიპი უსაფრთხო გასახდომი საშუალებაა, რომელიც აფერხებს ორგანიზმის მიერ ცხიმების ათვისებას და უზრუნველყოფს წონაში კლებას.
ორლიპი 1,5-ჯერ ზრდის  დიეტის და ვარჯიშის ეფექტს. მაგალითად, თუ მხოლოდ დიეტით იკლებთ 10კგ-ს, ორლიპთან ერთად დაიკლებთ 15-ს.
ორლიპით მკურნალობა ამცირებს სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების განვითარების რისკს (შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტონია, ოსტეოართრიტი...)
ორლიპის მოქმედი ნივთიერებაა ორლისტატი, 60მგ და 120მგ.
 

როგორ მოქმედებს ორლიპი
ორლიპი  აფერხებს  ნაწლავებში საჭმელთან ერთად მოხვედრილი ცხიმის 30%  შეწოვას და ათვისებას. შესაბამისად ხდება წონაში კლება.
მყარი ეფექტის მისაღებად მიზანშეწონილია დაბალკალორიული დიეტის დაცვა.
პროდუქტების კალორიულობის ცხრილი

როგორ მივიღოთ ორლიპი
1 კაფსულა 3-ჯერ დღეში -  ჭამის დროს ან ჭამიდან 1 საათის განმავლობაში
ორლიპის რეკომენდებული დოზაა 60მგ ყოველი ჭამის დროს, თუმცა გაძლიერებული ეფექტისთვის შეგიძლიათ მიიღოთ ორლიპი 120მგ.
თუ თქვენს მიერ მიღებული საკვები არ შეიცავს ცხიმს, ორლიპის მიღება შეგიძლიათ გამოტოვოთ
ორლიპის მაქსიმალური დღიური დოზაა 3 კაფსულა

რამდენად უსაფრთხოა ორლიპი
ორლიპი უსაფრთხოა, რადგან  მოქმედებს მხოლოდ წვრილ ნაწლავებში, არ შეიწოვება ორგანიზმში და არ ახდენს გავლენას თავის ტვინზე